კურიერის გადამღებმა ჯგუფებმა იმ მისმართების გადამოწმება სცადეს, რომლებზეც მერიის მტკიცებით ნახევარი მილიონი ხე არის დარგული. სპეციალურ რუქაზე, რომელიც მერიამ დღეს გაასაჯაროვა 300 მისამართია მითითებული.
რუქის მიხედვით გლდანის გამგეობასთან 12 ათას 834 ხე უნდა იყოს. თითქმის 13 ათასი ხის დარგვას რამდენიმე კვირა უნდა დასჭირვებოდა და შეუძლებელია მოსახლეობას ეს ხანგრძლივი პროცესი ვერ შეემჩნია.
გამგეობის მიმდებარედ, საავტომობილო გზებს შორის დიდი გზაგამყოფია, სადაც მიწა დამუშავებულია. შეიძლება ეს ტერიტორია, მართლაც ნარგავებისთვის მზადდება, თუმცა ამ ეტაპზე ეს მხოლოდ დახნულია და არა დარგული.
ჩუღურეთის რაიონის გამგეობასთან 3 ათასი ხეა მითითებული. აღმაშენებლის გამზირზე, მჭიდროდ დასახლებულ უბანში ასეთი განაშენიანების პოვნა ძნელია.
ავტორები: მაია ლომიძე, გიგლა თუმანიშვილი.