თბილისში პირველ ლოგოპედიურ საბავშვო ბაღში დღეს სასწავლო პროცესი ჩაიშალა. მშობლები და აღმზრდელები ბაღის დირექტორის, ზაირა კურტანიძის, თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.
საკადრო გადაწყვეტილება საბავშვო ბაღების გაერთიანების სააგენტომ მიიღო. ყოფილი დირექტორი აცხადებს, რომ სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა მის ჩანაცვლებას ქართული ოცნების აქტივისტით გეგმავს.
მშობლები ბავშვების ბაღში მიყვანაზე უარს ამბობენ, ვიდრე ზაირა კურტანიძე თანამდებობაზე არ დაბრუნდება.