ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა პირველი ლოგოპედიური ბაღის პედაგოგებს და მშობლებს შეხვდა. ბაღის პედაგოგები და მშობლები, დირექტორის, ზაირა კურტანიძის გათავისუფლებას აპროტესტებენ. ისინი ამ ფაქტს პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ.
თორდინავას თქმით კი, კურტანიძის გათავისუფლების მიზეზი ბაღში არსებული დარღვევები გახდა. მან ერთერთ დარღვევად საკვების მითვისების ფაქტები დაასახელა. თორდინავას თქმით დარღვევები არც მისი აღმოჩენიდან 3 თვეში აღმოიფხვრა.
ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თუკი სასწავლო პროცესია რ აღდგება ბაღში, შესაბამის ზომებს მიიღებენ და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც ხელს შეუშლის პროცესის აღდგენას.