თბილისში არსებულ პრობლემებზე დღეს საზოგადოებრივი მოძრაობა ივერიის წევრები საუბრობდნენ.
ორგანიზაციის დამფუძნებლებმა კონცეფცია სმარტ სითი წარმოადგინეს, რომელიც დედაქალაქში მოძრაობის დარეგულირებისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელ დებულებებს შეიცავს.
პროექტი ტრანსპორტის და გზების ასოციაციასთან თანამშრომლობით შემუშავდა. ქალაქის განვითარების პრიორიტეტების განხილვაზე მიწვეული იყო დავით ნარმანიაც, მაგრამ ის შეხვედრაზე არ გამოჩენილა.
ნიკა რურუას განცხადებით, დოკუმენტი დედაქალაქის მერს გადაეგზავნება.
„ადამიანი არ რის ვალდებული სტრესულ გარემოში იცხოვროს,“- განაცხადა ნიკა რურუამ.