20 ნოემბერი 2024,   10:19
ვრცლად
ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება-ოპოზიცია თანამდებობაზე უმრავლესობის სასურველი კადრის დანიშვნას ვარაუდობს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება. მანამდე კი ბოლო ანგარიშით ის პარლამენტში სავარაუდოდ თვის ბოლო კვირას მივა.

პრეტენზიები მმართველი გუნდისგან გიორგი ქადაგიძის საქმიანობის მისამართით ხელისუფლების შეცვლის შემდეგ აქტიურად ისმოდა და განსაკუთრებით ლარის გაუფასურების დროს გააქტიურდა.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ვაკანტურ პოსტზე ქართული ოცნება და ყოფილი პრემიერი სხვადასხვა ბერკეტის გამოყენებით მათთვის კომფორტულ კადრს დანიშნავენ.

თამაზ მეჭიაური კი, რომელიც ქადაგიძის ხშირი კრიტიკით გამოირჩევა, არ გამორიცხავს, რომ ბანკის ვიცეპრეზიდენტმა მოვალეობის შემსრულებლის პოსტი 7 კაციანი საბჭოს განახლებამდე შეინარჩუნოს.

7 კაციან საბჭოს ერთი წევრი ქადაგიძის წასვლით გამოაკლდება, დეკემბერში კი ვადა კიდევ 3 წევრს გასდის.

 

ავტორები: ელისო ჯარიაშვილი. 

 

დღის ამბები