08 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
აშშ-ის მიერ ძებნილი ისლამისტი მებრძოლი ესპანეთის სამართალდამცავებმა დააკავეს

ესპანელმა სამართალდამცველებმა კატალონიის რეგიონში ისლამისტი მებრძოლი დააკავეს, რომელზეც შეერთებულ შტატებს საერთაშორისო ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.

სპეცოპერაცია ბარსელონაში ჩატარდა.

დაკავებულს ალჟირისა და ირლანდიის ორმაგი მოქალაქეობა აქვს და მას ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.

გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილი ალ ქაიდასთვის ინფორმაციასა და ფულს აგროვებდა და დაჯგუფებაში ახალ წევრებს იბირებდა.

პარალელურად, გერმანელი სამართალდამცველები პარიზის ტერაქტების საქმეზე ახალ ეჭვმიტანილს ეძებენ, რომელსაც თავდასხმების ორგანიზატორთან, აბდელ ჰამიდ აბა-უდთან, ჰქონდა კავშირი და სირიაშიც იმყოფებოდა.

დღის ამბები