08 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
ბაღდადი თურქეთის ჯარების გაყვანას ითხოვს

უთანხმოება თურქეთ–ერაყს შორის გრძელდება. ოფიციალურმა ბაღდადმა გაეროს უშიშროების საბჭოში წერილი გაგზავნა, რომელშიც თურქეთისგან ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს.

ერაყის ხელისუფლების შეფასებით, ქვეყნის ტერიტორიაზე თურქეთის სამხედრო დანაყოფების ყოფნა არა მარტო სუვერენიტეტის დარღვევაა, არამედ ეწინააღმდეგება გაეროს ქარტიასა და საერთაშორისო ნორმებს.

ერაყის მოთხოვნის შესრულებას ოფიციალური ანკარა ჯერჯერობით არ აპირებს. პრეზიდენტი ერდოღანი აცხადებს, რომ ერაყის ტერიტორიაზე კონტინგენტი თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ქურთი მებრძოლების გაწვრთნის მიზნით გაგზავნეს.

დღის ამბები