აქცია ბათუმის სასამართლოსთან - ავტოავარიის შედეგად დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრები და ახლობლები მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ითხოვენ და 26 წლის მანუჩარ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებულის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ.
მათი ინფორმაციით, 29 ნოემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, გურამ ბორცვაძემ მძიმედ დაშავებული პოლიციელი ადგილზე მიატოვა და მიიმალა. ის გორში დააკავეს.
კოჩალიძის ნათესავები ვარაუდობენ, რომ დამნაშავეს მაღალჩინოსანი მფარველობს.