20 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივები ახალი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

თბილისში, სპორტის სასახლის უკან მდებარე აკადემიის ქალაქში ახალი კორპუსების მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა და დემოკრატიული ინსტიტუტი აპროტესტებს.

ადგილობრივებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მტკიცებით, სამშენებლო კომპანიები მშენებლობას ნორმების დარღვევით აწარმოებენ.

აქციის მონაწილეების მტკიცებით, ადგილზე 20-სართულიანი კორპუსის აგება იგეგმება, რაც ამ მცირე ტერიტორიაზე დაუშვებელია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ადგილზე მშენებლობის დაწყებამდე სკვერის გაკეთება იყო დაგეგმილი. დღეს კი მაღალსართულიანი კორპუსი შენდება.

დღის ამბები