საქალაქთაშორისო სამარშუტო ტაქსებისა და ავტობუსების მძღოლების მასშტაბური აქცია ზუგდიდში - 300–მდე ადამიანი ქალაქში თურქული კომპანია მეტროს შესვლას და ალტერნატიული ავტოსადგურის ამოქმედებას აპროტესტებს.
მათი მტკიცებით, მეტროს შესვლას მათი სამუშაო ადგილების დაკარგვა მოჰყვება და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
აქციის ფარგლებში ქალაქის ცენტრის პარალიზებაც მოხდა. 200–ზე მეტ მიკროავტობუსსა და ავტობუსს სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ გზა გარკვეული პერიოდი ჩახერგილი ჰქონდა.