20 ნოემბერი 2024,   10:22
ვრცლად
თბილისი ახლო აღმოსავლეთის პროვინციულ ქალაქს დაემსგავსა - არქიტექტორებს შენიშვნები აქვთ

თბილისის არქიტექტურულ პრობლემებზე სასაუბროდ დღეს უფროსი და ახალი თაობის არქიტექტორების შეხვედრა გაიმართა.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში არქიტექტორთა გაერთიანება არტ ფოლიოს მიერ დაგეგმილი დებატების მიზანი პრობლემების იდენტიფიცირება და კლასიფიცირებაა.

„მშენებლობის უფლებებს ისე გასცემენ, რომ არავითარი წარმოდგენა არა აქვთ, გარშემო რა ხდება. არ არსებობს ქალაქის საერთო ხედვა, რომლის მიხედვითაც საჭირო იქნებოდა კონკრეტული სამშენებლო ღონისძიებების განვითარება. ამიტომაც ქალაქი ახლო აღმოსავლეთის პროვინციულ ქალაქს დაემსგავსა,“ - აცხადებს შეხვედრაში მონაწილე არქიტექტორი, ზურაბ ბაქრაძე.

თბილისში არქიტექტურის თვალსაზრისით არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე სფეროს სპეციალისტებთან ერთად სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების და საჯარო სექტორის წარმომადგენლები მსჯელობდნენ.

დღის ამბები