ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი კურიერთან პირდაპირ ეთერში მერის მოადგილესთან, ირაკლი ლექვინაძესთან, შეხვედრის დეტალებს იხსენებს, სადაც მას უთხრეს, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებულია.
ნინო გოცაძის განცხადებით, მას ამ შეხვედრაზე უთხრეს, რომ მის თანამდებობაზე ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი იყო მათ მიერ შერჩეული.
ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორის ბრალდებებს მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე, არ ეთანხმება და ამბობს, რომ შეხვედრისას იყო საუბარი თბილისში არსებული რეკრეაციული ზონების გაერთიანებაზე და ნინო გოცაძეს მერიის სტრუქტურაში თბილისის პარკების სამსახურის ხელმძღვანელობა შესთავაზეს.
ირაკლი ლექვინაძე ნინო გოცაძეს სამსახურიდან გათავისუფლებას მენეჯმენტში არსებულ პრობლემებს უკავშირებს.
მერის მოადგილის თქმით, ბოტანიკური ბაღის ახალი დირექტორი კი საკმაოდ კვალიფიციური კადრი გახლავთ.
„თქვენ ჩემი თავიდან მოშორება გჭირდებოდათ, მე ყელში გავეჩხირე ვიღაცეებს,“ - განაცხადა საპასუხოდ ნინო გოცაძემ.