20 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
10 წლის მოზარდს 2 თვეა იაშვილის კლინიკაში დიაგნოზი ვერ დაუდგინეს-ბავშვის მდგომარეობა მძიმდება

10 წლის ბიჭის მშობლებს, რომელიც უკვე 2 თვეა იაშვილის კლინიკაში წევს, ექიმებთან პრეტენზიები აქვთ. მათ თქმით ექიმებმა დიაგნოზის დასმა ამ დრომდე ვერ მოახერხეს, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დღითიდღე მძიმდება.

როგორც ბავშვის ახლობლები აცხადებენ პაციენტი კლინიკაში სხვადასხვა ჩივილებით მიიყვანეს. თავდაპირველად ექიმებმა გულის ოპერაცია დაგეგმეს, თუმცა შემდგომში დადგინდა, რომ ბავშვის გული ჯანმრთელია და ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს.

ბიჭის მშობლები იაშვილის მედპერსონალსა და ჯანდაცვის სამინისტროს სთხოვენ დახმარებას ბავშვის საზღვარგარეთ გასამგზავრებლად.

უცხოელი ხპეციალისტები იაშვილის კლინიკის მიერ მოწვეულ კონსილიუმშიც იყვნენ  ჩართულები, თუმცა ქართველი ექიმების თქმით დიაგნოზის დადგენა მაინც ვერ მოხერხდა. იაშვილის კლინიკაში ადასტურებენ, რომ აუცილებელია ბავშვმა მკურნალობა საზღვარგარეთ გააგრძელოს.

დღის ამბები