08 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
საპროტესტო გამოსვლები ერაყში - ადგილობრივები ქვეყნიდან თურქი სამხედროების გასვლას ითხოვენ

საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა ერაყის დიდი ქალაქები. მრავალათასიანი დემონსტრაციები ბაღდადსა და ბასრაში გაიმართა. ერაყელები ქვეყნიდან თურქეთის ჯარის გაყვანას მოითხოვენ და პროტესტის ნიშნად თურქეთის სახელმწიფო დროშები დაწვეს.

თურქეთ–ერაყის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც აისისის წინააღმდეგ ოპერაციის ფარგლებში ანკარამ ერაყის ქურთებით დასახლებულ რეგიონში 130 კაციანი სამხედრო კონტინგენტი და მძიმე ტექნიკა განალაგა.

ანკარაში აცხადებენ, რომ სამხედროების მისია ქურთი მებრძოლების გაწვრთნაა. ოფიციალური ბაღდადი კი თურქული კონტინგენტის გაყვანის მოთხოვნით გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართავს.

დღის ამბები