08 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
რუსეთში ხანძრის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა

23 ადამიანი დაიღუპა რუსეთში ძლიერი ხანძრის შედეგად. ვორონეჟში ფსიქონევროლოგიური ინტერნატი დაიწვა. ხანძარის გაჩენის დროს შენობაში 74 ადამიანი იმყოფებოდა. ცეცხლი ინტერნატს გვიან ღამით მოედო, როდესაც პაციენტების უმეტესობას ეძინა.

მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა ორსაათიანი ოპერაციის შემდეგ მოახერხეს. მაშველების ინფორმაციით, სხვადასხვა ხარისხის ტრამვებით საავადმყფოებში 28 ადამიანია გადაყვანილი. ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები