02 ოქტომბერი 2024,   12:30
ვრცლად
ხანძარი ზოოპარკში სავარაუდოდ მოკლე ჩართვამ გამოიწვია

ცეცხლი ზოოპარკში ლიკვიდირებულია. ადგილზე ამ წუთებში კვლავ იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მათი ინფორმაციით სრულად დაიწვა თავლა და განადგურდა ცხოველთა საკვებიც. 

მეხანძრე-მაშველებმა თავლასთან მდგომი სამი ავტომობილის გადარჩენა შეძლეს. 

თავლაში გაჩენილი ხანძრის შედეგად არც ზოოპარკის თანამშრომლები და არც ცხოველები არ დაშავებულან. რეაგირება მომხდარზე დროულად ზოოპარკის ადმინისტრაციის დაცვის თანამშრომელმა მოახდინ,ა რომელმაც ცხენები თავლიდან გამოუშვა. 

ცხენები ამ დროისთვის ვოლიერში იმყოფებიან. 

რამ გამოიწვია ხანძარი ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ზოოპარკში მყოფი მოქალაქეები ამბობენ, რომ შესაძლოა ეს მოკლე ჩართვის ბრალი ყოფილიყო.  ზოოპარკს ელექტროენერგია ამ დროისთვის არ მიეწოდება. 

თბილისის ზოოპარკიდან მოქალაქეების ევაკუაციია არ მომხდარა. 

ავტორი: სალომე ბოკუჩავა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები