8 ოჯახს ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხე ემუქრება ოზურგეთში. დაბა ნასაკირალის ცენტრში მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, ერთი ნაწილი ჩამოეშალა. უქმე დღის გამო, ხელისუფლებიდან დაზარალებულებთან არავინ მისულა. შემთხვევა წუხელ მოხდა. დაშავებული არავინაა. ადგილობრივების განმარტებით, ამორტიზირებული შენობის გამაგრების თხოვნით მათ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს.