08 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
ადგილობრივი არჩევნები საფრანგეთში

საფრანგეთში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ხმის მიცემის პროცედურა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ფონზე იმართება. საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს სამივე წამყვანი პარტიის ლიდერებმა.

ფრანსუა ოლანდმა, რომლის პარტიაც პირველ ტურში ხმების რაოდენობის მიხედვით, მესამე ადგილზე გავიდა, მოსახლეობას სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.

საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია მარინ ლე პენიც. ნაციონალურმა ფრონტმა პირველ ტურში 13 ოლქში გაიმარჯვა. ლე პენის გუნდის მთავარ მეტოქედ ნიკოლა სარკოზის პარტია რჩება.

გამოკითხვების თანახმად სარკოზის პარტიის მხარდაჭერა პირველი ტურის შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა. 

 

დღის ამბები