08 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
საუდის არაბეთს პირველი ქალი დეპუტატი ჰყავს

ცნობილი ხდება საუდის არაბეთის ისტორიული არჩევნების პირველი შედეგები. ქვეყანას პირველი დეპუტატი ქალი ჰყავს. საარჩევნო კომისიის განცხადებით, სალმა ალ-ოტეიბი მექას პროვინციის დეპუტატი გახდა.

ეს პირველი არჩევნები იყო საუდის არაბეთის ისტორიაში, როდესაც ქალებს არამხოლოდ ხმის მიცემის საშუალება, არამედ დეპუტატად კენჭის ყრის უფლება მიეცათ. საარჩევნო რეფორმა 2011 წელს მეფე აბდალამ დაამტკიცა.

მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას 900 ქალი კანდიდატი იღებდა. ჯერჯერობით უცნობია, მოიპოვა თუ არა სხვა ქალმა კანდიდატმა დეპუტატის მანდატი.

 

დღის ამბები