არ აკრძალო მარჯვენა საჭე - ამ ლოზუნგით დღეს თბილისში კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია რომელშიც ათობით ავტომობილი მონაწილეობდა შს სამინისტროსთან დაიწყო და დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გაგრძელდა. საბოლოოდ ის თავისუფლების მოედანზე დასრულდა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ კანონპროექტი დამტკიცდება მასშტაბურ და პერმანენტურ აქციებს გამართავენ.
ავტომფლობელების პროტესტი შსს-ს ინიციატივას ეხება, რომლითაც შესაძლოა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია აიკრძალოს.
აქციაში მონაწილეობა მიიღეს მანქანების იმპორტიორებმაც. დილერები კონსულტაციების გამართვას კანონპროექტის დეტალების გასაჯაროვების დღიდან ითხოვენ.
ავტორი: სალომე ბოკუჩავა