20 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
პატიმარი, რომელიც თავს ცრუ ბრალდების მსხვერპლად მიიჩნევს დახმარებას ითხოვს

ქუთაისის ნომერ მეორე პენიტენციური დაწესებულების პატიმარი ილია კვეტენაძე ჟურნალისტებს მისი საქმით დაინტერესებასა და დახმარებას სთხოვს. მსჯავრდებული წერს, რომ უდანაშაულოა და სასჯელს ცრუ ბრალდების გამო იხდის.

ფოთის საქალაქო სასამართლოდან 2014 წლის 4 ივნისით დათარიღებული განაჩენის გამოთხოვის შემდეგ გაირკვა, რომ ილია კვეტენაძის საქმის მთავარი მოწმეები მართლაც მხოლოდ პოლიციელები არიან. 

სამართალდამცავებმა მძღოლის ქმედება საეჭვოდ მიიჩნიეს და გადამოწმების მიზნით მას საბუთები მოსთხოვეს. მათივე ჩვენების თანახმად, უცნობი კითხვებს დაბნეულად პასუხობდა საბუთების წარდგენას კი ვერ ახერხებდა. პოლიციელებმა მძღოლთან გასაუბრებისას შეამჩნიეს, რომ ავტომობილს საჭის ქვემოთ დასაქოქი მექანიზმის მოპირკეთება დაზიანებული ჰქონდა, ხოლო ელექტროსადენები ჩამოყრილი იყო.

ფოთში ნიკოლაძის 35 ნომერ კორპუსთან მისულებს ავტომობილი, რომლის გატაცების მცდელობისთვისაც ილია კვეტენაძეა მსჯავრდებული ეზოში იყო. მეპატრონემ მომავალში შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მოტივით, ინტერვიუზე უარი განაცხადა, თუმცა პირად საუბარში დაადასტურა, რომ იმ ღამით, მისი ავტომობილის გატაცებას ნამდვილად ცდილობდნენ.

მოწმე პოლიციელების ჩვენებების გარდა, სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას საქმეში არსებულ იმ ერთადერთ ირიბ მტკიცებულებას დაეყრდნო, რომელიც ქიმიურმა ექსპერტიზამ დადო. ამ დასკვნის თანახმად მანქანის სალონში ამოღებულ სამოსის ნაწილაკებსა და ილია კვეტენაძის ტანსაცმელს მსგავსი სტრუქტურა ჰქონდა.

პატიმრის დედაც და მეუღლეც დარწმუნებული არიან, რომ ილია კვეტენაძე საბედისწერო დამთხვევის მსხვერპლია.

ავტორი:გიორგი გვიშიანი

დღის ამბები