20 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
7 თვე ქობულეთის ტრაგედიიდან - დაღუპული ბავშვების მშობლები გამოძიებისგან მეტ ინფორმაციას ითხოვენ

ქობულეთის ტრაგედიის შემდეგ 7 თვე გავიდა. 7 თვის წინ ხანძრის შედეგად 3 ბავშვი დაიღუპა მათი იდენტიფიკაცია კი მხოლოდ დე ენ ემ-ის საშუალებით მოხერხდა.

7 თვის თავზე რამდენიმე დღის წინ დაღუპული ბავშვების მშობლებმა დახმარების თხოვნით პოსტსკრიპტუმს მიმართეს. ისინი ამბობენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია საქმის მიმდინარეობის შესახებ. 

პოსტსკრიპტუმმა შს სამინისტროდან იფორმაციის მიღება თავად სცადა, თუმცა ვერ მიიღო. 

ცნობილია მხოლოდ ის, რომ სასტუმროს მეპატრონე დაკავებულია, მას ბრალად უკვე წარდგენილი აქვს სახანძრო უსაფრთოხების წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

7 თვის წინ ქობულეთის მუნიციპალიტეტმა იმ გეგმაზე მუშაობა დაიწყო, რომლის მიხედვითაც სასტუმროებში უსაფრთხოების ნორმები უნდა ყოფილიყო დაცული და სასტუმროების შემოწმება დაიწყეს ჰქონდათ თუ არა მათ ხანძრის საწინააღმდეგო მოწყობილობები. 

რამდენიმე თვის შემდეგ პოსტსკრიპტუმის კამერასთან ე.წ. ხასანას სასატუმროსთან მდებარე სვა სასტუმროებში ამბობენ, რომ მათთან არავინ მისულა და არაფერი უკითხავს. ისინი ასევე ადასტურებენ, რომ ხანძარსაწინააღმდეგო სიტემა არ აქვთ. 

მუნიციპალიტეტში რუსთავი 2-ს განუცხადეს, რომ ყველა სასტუმროს გაფრთხილება ვერ მოხერხდა, მეტიც გამგეობაში აღნიშნეს, რომ მათ მხოლოდ რეკომენდაცია მისცეს იმ სასტუმროს წარმომადგენლებს, რომლებსაც შეხვდნენ, რომ დაეყენებინათ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. 

ავტორი: გვანცა სუთიძე

 

 

დღის ამბები