საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში უკვე წლებია სასწავლო პროცესი მძიმე ვითარებაში მიმდინარეობს. საჯარო სკოლას საკუთარი შენობა არ აქვს და სოფელში სხვადასხვა დაშორებით 5 ლოკაციაზე სასწავლო პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს.
სკოლა ერთია შენობები დაქირავებული თუმცა სახლების ერთ ტერიტორიაზე დაქირავება ვერ მოხდა და შესაბამისად ერთი გაკვეთილიდან მეორე გაკვეთილზე მისასვლელად მასწავლებელს კილომეტრების გავლა უწევთ, რასაც ხშირად 5 წუთიანი შესვენების დროს ვერც ასწრებენ.
სკოლის ერთ-ერთი ლოკაცია სოფელში არსებული ყოფილი ცხოველების სადგომია. ადგილობრივებს ეს ფაქტი აღელვებთ, თუმცა ვერაფერს გახდნენ. სკოლის პერსონალმა საკუთარი სახსრებით და ძალებით შენობა მოაწესრიგეს. მიუცედავად ამისა შენობების ნაწილს არც სახურავი აქვს და კლასებს ხშირ შემთხვევაში არც გამყოფი კედლები აქვთ.
სოფელში ეთნიკურად აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიუხედავად ცუდი პირობებისა აკადემიური დასწრება კარგია.
სკოლის დირექტორი დღეში რამდენჯერმე სკოლის ხუთივე ლოკაციაზე არსებულ მდგომარეობას ეცნობა და პრობლემების მოგვარებას თავად ცდილობს.
ავტორი: თაკო მესხი