02 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
ბათუმში ავტომობილი დაიწვა - მანქანას ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა

ბათუმში მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა. ავტომანქანას ცეცხლი მოძრაობის დროს გაუჩნდა. მძღოლმა ავტომობილი ცენტრალური გზიდან შიდა ეზოში შეიყვანა.

ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტროსადენებიდან მანქანის სალონშიც გავრცელდა. მძღოლი არ დაშავებულა.

როგორც სამაშველო სამსახურში განაცხადეს, ხანძრის ლოკალიზება 10 წუთში მოახერხა.

დღის ამბები