08 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
ქურთების საპროტესტო აქცია თურქეთის ქალაქ დიარბაქირში მასობრივ შეტაკებაში გადაიზარდა

ქურთების საპროტესტო აქცია თურქეთის ქალაქ დიარბაქირში მასობრივ შეტაკებაში გადაიზარდა. დემონსტრანტები კომენდანტის საათს აპროტესტებდნენ, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ რაიონში უკვე 10 დღეზე მეტია მოქმედებს. ის თურქეთის ხელისუფლებამ სპეცოპერაციების ჩასატარებლად შემოიღო.

მომიტინგეები სწორედ იმ ადგილის მახლობლად შეიკრიბნენ, სადაც რეიდი მიმდინარეობდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შეტაკებები ქალაქში გვიან ღამემდე გაგრძელდა.

დღის ამბები