20 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
"ეკა ბესელია და მანანა კობახიძე კორუფციულ გარიგებაში იყვნენ ჩართულნი"-ელისო კილაძე

გაზეთ ქრონიკა პლიუსის რედაქტორის ინფორმაციით, ეკა ბესელია და მანანა კობახიძე კორუფციულ გარიგებაში იყვნენ ჩართულნი.

ელისო კილაძის განცხადებით, დეპუტატებმა კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულები პოლიტპატიმართა სიაში ჩასვეს, თუმცა ამ გზით პრობლების გადაუჭრელობის შემდეგ, დაიწყეს შეწყალების გზით გარიგების პირობების შესრულება.

„კოკაინის სკანდალზე გასამართლებული ხუთივე პირი და ნუგზარ ბოჭორიშვილი ჩასვეს პოლიტპატიმართა სიაში. მაშინდელი მინისტრის მოადგილის გელა ხვედელიძის და მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩარევით, ყველა მათგანი ამოღებულ იქნა ამ სიიდან. მე მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ალეკო ელისაშვილი სწორს ამბობს, ნუგზარ ბოჭორიშვილს გადახდილი აქვს 200 ათასი დოლარი ბე-ს სახით და დანარჩენი თანხა მას უნდა გადაეხადა მას შემდეგ, როცა ეს პრობლემა მოგვარდებოდა. ისინი მიხვდნენ, რომ პოლიტპატიმრების სიით გათავისუფლება არ გამოდის და დაიწყეს შეწყალების კომისიისკენ სვლა,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

ფულის გადაცემას უარყოფს მსჯავრდებული ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე.

მისი განცხცადებით, დეპუტატებს მათ მხოლოდ შეწყალების კომისიასთან შუამდგომლობის თხოვნით მიმართეს.

დღის ამბები