08 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
პარიზში საბავშვო ბაღს თავს დაესხნენ

პარიზში საბავშვო ბაღს დაესხნენ თავს. შენობაში ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა და ცივი იარაღით მასწავლებელი დაჭრა, რომელიც საკლასო ოთახში მარტო იმყოფებოდა. 45 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თავად თავდამსხმელი, რომელიც სკანდირებდა, რომ ისლამური სახელმწიფოს სახელით მოქმედებდა, შემთხვევის ადგილიდან ფეხით მიიმალა. სამართალდამცველები მას ამ დრომდე ეძებენ. მომხდარის გამო საბავშვო ბაღში სწავლა ჩაიშალა.


ამავე თემაზე
დღის ამბები