მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 1600 პუნქტს განესაზღვრა - გადაწყვეტილება დღეს მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლისთვის საგადასახდო შეღავათების სრული პაკეტი პირველი იანვრიდან ამოქმედდება, რომელიც მეწარმეების საშემოსავლო გადასახადიდან ნაწილობრივ გათავისუფლებას ითვალისწინებს.
მომავალი წლიდან კი ახლადშეძენილ ბავშვზე ოჯახს 2 წლის განმავლობაში 200 ლარიან დახმარებას და მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ პენსიონერებს 216 ლარიან პენსიას გადაუხდიან.
სოფლების სია, რომელიც დღეს დამტკიცდა, 10 წლის განმავლობაში არ შეიცვლება.
მმართველი გუნდის წევრებს მიჩნიათ, რომ სტატუსის მინიჭება სოციალურ პრობლემებს მოაგვარებს, საპარლამენტო უმცირესობა კი ხელისუფლების დაპირებებს არ ენდობა.
ავტორები: ნატა მახვილაძე, გიორგი ჩიკვილაზე.