სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებებში ამ დროისათვის ათასობით ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტი მკურნალობს. ერთადერთი სამართლებრივი ნორმა, რომელიც მათ უფლებებს, როგორც სამკურნალო დაწესებულებებში, ისე მის გარეთ არეგულირებს, პარლამენტის მიერ მიღებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ დადგენილებაა.
დეპუტატების განმარტებით, სტარტეგიულ გეგმაში ხარვეზები ჯერ კიდევ არსებობს, განსაკუთრებით იმ პაციენტების მიმართ, რომლებსაც ფსიქიკური დაავადების მწვავე ფორმა აქვთ.
ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ სპეციალური სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, დაავადების მქონე ადამიანები მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ, თუმცა ლაშა კილაძის განცხადებით, ხშირად გაუთვალისწინებელი შემთხვევები თავად პაციენტების უყურადღებობის შედეგად დგება.
რისკების თავიდან აცილების მიზნით, არ არის გამორიცხული სპეციალისტების მიერ მომზადებული კონკრეტული რეკომენდაციები პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივად დარეგიტრირდეს.
ავტორები: ეკო მაღრაძე, ვანო გავაშელი.