08 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
უკრაინის რადაში ავაკოვის მოხსნას ითხოვენ - სათანადო პროექტი უკვე დარეგისტრირებულია

უკრაინის რადაში დარეგისტრირდა პროექტი სახელწოდებით, “ავაკოვ ა.ბ-ს შს მინისტრის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ”. 

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.  

ამას კი წინ უკრაინის რადაში შს მინისტრსა და ოდესის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს, შორის ურთიერთობის დაძაბვა უძღოდა.

სააკაშვილის განცხადებით, ავაკოვი თანამდებობას ბოროტად იყენებს და გარეულია კორუფციაში. 

რადას დეპუტატის, სერგეი ლეშენკოს, თქმით, არსენ ავაკოვმა სააკაშვილს სახეში წყალი შეასხა და უთხრა, “წაეთრიე ჩემი ქვეყნიდანო”.

უკრაინის პრეზიდენტმა დღეს უარი განაცხადა გუშინდელი სხდომის ვიდეოს გამოქვეყნებაზე.

დღის ამბები