პენსიის მომატების პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, პრემიებისა და დანამატების შემცირების შემთხვევაში, ბიუჯეტში შესაძლებელია, საკმარისი თანხის მოძიება პენსიის 50 ლარით გასაზრდელად.
დღეს დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი გურჯაანში მცხოვრებ პენსიონერებს შეხვდა.
„პენსიონერების თითქმის 100%-ს აქვს ერთიდაიგივე პრობლემა - პენსიის აღების შემდეგ ყველა მიდის აფთიაქში და მათ ფული არ ეყოფათ, რომ შემდეგ გამოიარონ ბაზარში და რაიმე სურსათი იყიდონ. მოვუწოდებ ჩვენს ხელისუფლებას, ხელი აიღონ თავიანთ ფუფუნებაზე და პენსიონერებს იანვრიდან პენსია 50 ლარით გაუზარდონ,“ - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.