20 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
არ წაგვართვათ სკვერი! - თბილისის მერიასთან ჯავახეთის ქუჩის მაცხოვრებლებმა აქცია გამართეს

ჯავახეთის ქუჩის მოსახლეობამ თბილისის მერიასთან აქცია გამართა.

აქციის მონაწილეები მერიისგან მათ უბანში არსებული ერთადერთი სკვერის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმას და ამ ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ.

ვარკეთილის მოსახლეობის საპასუხოდ დედაქალაქის მერიამ ვებგვერდზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც განმარტებულია, რომ სამშენებლო კომპანიასა და მოსახლეობას შორის მიმდინარეობს სამართლებრივი დავა და მის დასრულებამდე ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი ვერ მიენიჭება.

 

 

დღის ამბები