20 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
საგზაო წესების დარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმის ქულები ცნობილია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში ცვლილებები პარლამენტს უკვე გადაუგზავნა.

წლის დასაწყისში ნებისმიერ მძღოლს მართვის მოწმობაზე 100 ქულა დაერიცხება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში კი, ფულად დაჯარიმებასთან ერთად, მძღოლებს ქულებიც დააკლდებათ.

საჭესთან მობილურ ტელეფონზე საუბარი მართვის მოწმობაზე დარიცხულ 100 ქულას 15-ს დააკლებს. ღერძულა ხაზის გადაკვეთა კი 10 ქულის შემცირებას იწვევს. სიმთვრალისა და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფ მძღოლებს 20 ქულა დააკლდებათ. განმეორებით იგივე დარღვევის შემთხვევაში კი ქულათა რაოდენობა 30-ით შემცირდება. ჯარიმები ვრცელდება ღვედის არგამოყენებისა და მართვის მოწმობის თან არქონის შემთხვევაში.

ახალი რეგულაციები იმოქმედებს სიჩქარის გადაჭარბებაზეც და მძღოლს 10 ქულა დააკლდება. თუ სწრაფი მოძრაობით სხვა ავტომანქანას ან ადამიანის სხეულს დააზიანებთ, ქულების რაოდენობა 40-ით შემცირდება. სასწრაფო და სახანძრო მანქანები შეფერხება 20 ქულით ჯარიმდება.

100 ქულის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობა ავტომატურად ჩამოერთმევა.

მართვის მოწმობის ჩამორთმევიდან მძღოლს მისი ხელახლა აღების ნებართვა 2 თვის შემდეგ ექნება. მართვის მინიჭების უფლებისთვის მძღოლებს მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

100-ქულიანი სისტემის ამოქმედებას შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალი წლის 1 მარტიდან გეგმავს.

 

ავტორი: ნინო სამყურაშვილი 

დღის ამბები