ბერი გაბრიელის გამზირზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ კურიერი დაინტერესდა, როგორ შეძლო ფსიქიკური ბრობლემების მქონე პირმა ცეცხლსასროლი იარაღის გაფორმება.
ამ კითხვაზე განმარტებებს არც ჯანდაცვის და არც შინაგან საქმეთა სამინისტროებში არ აკეთებენ.
კურიერის ჟურნალისტმა კი დღეს მარტივად, მხოლოდ პირადობის მოწმობით შეძლო საჭირო საბუთის მიღება. ამისათვის მხოლოდ პირადობის მოწმობა და 20 ლარი გახდა საჭირო.
არასამთავრობო სექტორი მოითხოვს, ფორმა ნომერი 100-ის გაცემასთან დაკავშირებით რეგულაციები დაწესდეს, რადგან დღემდე ე.წ. ფსიქოს გაცემას არცერთი უწყება არ აკონტროლებს.
ავტორი: ბექა მჭედლიშვილი