20 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
ძველი ავტომობილების განბაჟება ძვირდება, ახლების - იაფდება

1200 ლარით მომავალ წელს იმ ავტომანქანების განბაჟება გაძვირდება, რომლებსაც ძრავის მოცულობა 2 კუბური სანტიმეტრი აქვს და გამოშვებიდან 9 წელზე მეტია გასული.

ეს ერთი-ერთი კონკრეტული მონაცემია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივის მიხედვთ დაიანგარიშეს.

ძალოვანი უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტით, 9 წელზე ასაკის მეტი ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი ძრავის მოცულობის მიხედვით გაიზრდება. სამ წლამდე ავტომობილებისთვის კი დაიკლებს.

შს სამინისტროში ამბობენ, რომ კანონის მიზანი ავტოპარკის განახლებაა.

მთავრობის ინიციატივა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვასაც შეეხება.

ცვლილებები, რომლებიც "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში უნდა შევიდეს პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.

2016 წლიდან როგორც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია, ისე საჭის გადატანაც აიკრძალება.

მმართველი გუნდის დეპუტატები ინიციატივის დეტალებს არ იცნობენ. თუმცა, აცხადებენ, რომ კითხვები კანონპროექტის ავტორებთან მათაც აქვთ. უმცირესობაში კი დარწმუნებულები არიან, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული რეგულაციები მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუარესებს.

 

 

ავტორი: ეკო მაღრაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები