20 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
რაგბის კავშირის პრეზიდენტობაზე ორივე კანდიდატმა უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა

რაგბის კავშირის არჩევნები, სავარაუდოდ, გადაიდება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კავშირის პრეზიდენტობაზე კანდიდატურა აღარ არსებობს. ირაკლი აბუსერიძემაც და გია ნიჟარაძემაც საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს.

რა ხდება რაგბის სამყაროში, ჯერ უცნობია. კანდიდატებმა მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს განცხადებები და მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

ოფიციალური განმარტებები სავარაუდოდ ხვალ იქნება.

ბოლო დღეებში რაგბის თემა საკმაოდ აქტუალური გახდა და მხარეები გარკვეულ ზეწოლაზეც აკეთებდნენ აქცენტებს.

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები