ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა ცოტნე დადიანის ქუჩაზე. ხე ელექტროსადენებს დაეცა, რომელიც დაზიანდა და ჩუღურეთის მოსახლეობის ნაწილს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ.