თბილისში სამხრეთ კორეის საელჩო გაიხსნა. ამასთან დაკავშირებით დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ მიღება გამართა, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრო.
გიორგი კვირიკაშვილმა სტუმრებს სიტყვითაც მიმართა. მან სამხრეთ კორეის წარმომადგენლებს საელჩოს გახსნა მიულოცა და ქვეყნებს შორის სამომავლო ურთიერთოებზე ისაუბრა.