08 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მძიმე ვითარებაა

თურქეთის სამხრეთ–აღმოსავლეთ რეგიონებში ვითარება კვლავ დაძაბულია. ქალაქ სილვანთან გზაზე დამონტაჟებულ ბომბზე სამხედროების მანქანა აფეთქდა, რასაც სამი ოფიცრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თურქეთის სამთავრობო ძალები უკვე რამდენიმე კვირაა დიარბაქირის პროვინციაში ქურთთა დაჯგუფებების წინააღმდეგ სპეცოპერაციას ატარებს.

შეტაკებების შედეგად ბოლო ორი დღის განმავლობაში 7 ადამიანი დაიღუპა. თურქეთის ხელისუფლებამ კომენდანტის საათი ქურთებით დასახლებულ კიდევ რამდენიმე ქალაქშიც შემოიღო და პირობას დებს, რომ მებრძოლებს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის საშუალებას არ მისცემს.

 

დღის ამბები