20 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
სოფლის მეურნეობის მინისტრმა და მისმა მოადგილემ ქიმიური საწარმო "რუსთავის აზოტი" დაათვალიერეს

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ ქიმიური საწარმო რუსთავის აზოტი დაათვალიერეს და საწარმოში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.

რუსთავის აზოტი აზოტოვანი სასუქების უმსხვილესი სამრეწველო საწარმოა, და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ,,ამონიუმის გვარჯილას“ ერთადერთი მწარმოებელია.

საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე ხორცილდება და მისი ექსპორტირება მსოფლიოს 23 ქვეყანაში ხდება.

საწარმოში 2 ათას 300 ადამიანია დასაქმებული.

დღის ამბები