სოფელ თაზაქენდის მოსახლეობა გზის გაკეთებას და წყლის მიწოდების აღდგენას ითხოვს. ადგილობრივებმა დღეს აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ არსებული პრობლემების შესახებ შესაბამის უწყებებს არაერთხელ აცნობეს, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღიათ.
სოფელ თაზაქენდიში სასმელი წყალი უკვე 2 წელია არ არის, გზა კი მხოლოდ ალგეთამდეა დაგებული. მოსახლეობა პერმანენტული აქციებით იმუქრება და საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვს.
მარნეულის გამგეობაში აცხადებენ, რომ გზის გაკეთებაზე ტენდერი გამოცხადდა, გამარჯვებული კომპანია კი დარღვევების გამო შეიცვალა და ახალ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას დრო სჭირდება. მათი თქმით თუ ამინდები საშუალებას მისცემს, კომპანიის წარმომადგენლები გზის გაკეთებას ახალ წლამდე დაიწყებენ.
რაც შეეხება წყალს, გამგეობაში განმარტავენ, რომ სოფლის უზრუნველყოფა წყლით რუსთავწყალს ეკუთვნის და სოფელს გადასდახდელი აქვს დავალიანება.
ფოტოარქივი