20 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
ბათუმის ბულვარმა შესაძლოა უახლოეს მომავალში იერსახე შეიცვალოს

ბათუმის ისტორიულმა ბულვარმა შესაძლოა, უახლოეს მომავალში იერსახე მნიშვნელოვნად შეიცვალოს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დღეს ბულვარის განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია მოაწყო, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების მხრიდან მძაფრი რეაქცია და ხმაური მოჰყვა.

ბულვარის განვითარების კონცეფცია, რომელიც სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, ფლორენციის ქარტიის შესაბამისად შეიქმნა, მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს. ტერიტორია იყოფა ზონებად, იქმნება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა, არსებული სამი ხეივანი ორამდე შემცირდება, მოეწყობა ახალი დასასვენებელი ადგილები.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, კონცეფცია არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის უხეში ცვლილება და პროექტის განხორციელებაში სპეციალისტების და საზოგადოების მეტი ჩართულობაა საჭირო.

დღის ამბები