08 ოქტომბერი 2024,   16:31
ვრცლად
თურქულ პორტებში რუსულ კომერციულ გემებს აკავებენ

თურქულ პორტებში რუსულ კომერციულ გემებს აკავებენ. თურქული მედიის ცნობით, ამ დროისთვის უკვე 27 რუსული ხომალდია დაკავებული. ამ გადაწყვეტილებას შავ ზღვაში რუსების მიერ თურქული დროშის ქვეშ მცურავი 8 გემის დაკავება უძღოდა წინ.

გაზეთ ჰაბერ-თურქის ცნობით, ოფიციალური ანკარის ეს ნაბიჯი მოსკოვის ქმედებების საპასუხო იყო. გამოცემის ინფორმაციით, მხარეებმა ამ საკითხის განხილვა ელექტრონული ფოსტის საშუალებით დაიწყეს და უახლოეს მომავალში შეხვედრასაც არ გამორიცხავენ.

რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ დაიძაბა. სუ 24-მა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, რის გამოც ის თურქულმა ავიაგამანადგურებლებმა ჩამოაგდეს. მოსკოვმა ოფიციალურ ანკარას კომპენსაცია მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

დღის ამბები