20 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
ბათუმის ბულვარის განახლებული იერსახის გეგმა არასამთავრობოების კრიტიკის თემა გახდა

აჭარის მთავრობის ახალი გეგმა, რომელმაც შესაძლოა ბათუმის ბულვარის იერსახე მნიშვნელოვნად შეცვალოს. ადგილობრივი ხელისუფლება ქალაქის ისტორიული ნაწილის რეკონსტრუქციას გეგმავს.

დღეს ბულვარის განვითარების კონცეფცია გასაჯაროვდა, რასაც საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მთავარი პრეტენზიის მიზეზი კი გეგმის ის ნაწილია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სავარაუდოდ უხეშ ცვლილებას გამოიწვევს.

ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციის პრეზენტაციაზე ფრაზა ”ბაქტერიული ფერის ბათუმი” კამათის თემა გახდა. პასუხი კითხვაზე როგორია ბაქტერიული მწვანე, ვერც თავად ბულვარის ახალი კონცეფციის ავტორებმა, ვერც მთავრობის წევრებმა და ვერც პროექტის განხილვაზე შეკრებილმა საზოგადოებამ ვერ გაარკვია. ახალი პროექტი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმაც გააპროტესტეს.

ბულვარის განვითარების კონცეფციის შექმნა შპს სასტუმრო ოაზისს დაევალა. აჭარის ბიუჯეტიდან პროექტის განხორციელებისთვის 11 მილიონი ლარი გამოიყო.

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი, თეა ვარშალომიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები