20 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
საბურთალოს, ისნის, დიდგორისა და ვაკის რაიონებს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ

თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება საბურთალოს, ისნის, დიდგორისა და ვაკის რაიონებს.

"საბურთალოს რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, კუტუზოვის, მიცკევიჩის, ჩიქოვანის, ბალანჩივაძის და ახალშენის ქუჩებს (763 აბონენტს). ავარიის პრევენციის მიზნით 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის, მისის დასახლების, დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის და პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს (334 აბონენტს)

ისნის რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების IV ქუჩის, ხარაბაძის, იოსებ და ლეონ ორბელიანების ქუჩების მაცხოვრებლებს (270 აბონენტს)

დიდგორის რაიონში ავარიის პრევენციის მიზნით 15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანის მაცხოვრებლებს (884 აბონენტს)

ვაკის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქობულეთის, შატბერაშვილის და მარაბდის ქუჩების (525 აბონენტს).

დღის ამბები