თითქმის 5 ნახევარი მილიონი ოდენობის სახელფასო დანამატი და პრემიაა გაცემული თანამდებობის პირებზე მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სამინისტროებში. კვლევის შედეგებს IDFI ავრცელებს.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ
ქვეყანაში სახელფასო პოლიტიკა დასარეგულირებელია.
მათივე ინფორმაციით, რიგ შემთხვევებში სამინისტროებში მოადგილეებს უფრო მაღალი შემოსავალი აქვთ, ვიდრე მინისტრებს. ასევე აცხადებენ, რომ ხშირად დანამატი და პრემია არსებულ ხელფასს რამდენჯერმე აჭარბებს.