08 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
რუსეთის მიმართ სანქციები მოსკოვზე ზემოქმედების ერთადერთი საშუალებაა - პეტრო პოროშენკო

ევროპა უნდა იყოს ერთიანი და რუსეთის მიმართ სანქციები გაგრძელდეს, ეს მოსკოვზე ზემოქმედების ერთადერთი საშუალებაა, ეს განცხადება ბრიუსელში ვიზიტად მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა.

"ვაფასებ იმ სოლიდარობასა და ერთობლიობას, რომელსაც ევროკავშირი უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იჩენს. მალე ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გაუგრძელდეს სანქციები რუსეთს. ეს ერთადერთი ინსტრუმენტია, რომლითაც შესაძლებელია ვაიძულოთ რუსეთი მინსკის შეთანხმების პირობების შესრულება,"- განაცხადა პოროშენკომ.

პირველი შეხვედრა პეტრო პოროშენკომ ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან გამართა. შეხვედრამდე პოროშენკომ, ჟან კლოდ იუნკერმა და დონალდ ტუსკმა ბრიფინგი გამართეს.

ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხზე გააკეთეს აქცენტი და ამ მიმართულებით უკრაინის პოზიტიური ნაბიჯები დაასახელეს, თუმცა კონკრეტულ ვადებზე საუბარი არც ამ შემთხვევაში ყოფილა.

დღის ამბები