08 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
ნიდერლანდებში მიგრანტების საწინააღმდეგო აქცია დაკავებებით დასრულდა

ნიდერლანდებში ქალაქ გელდერმალსენში საპროტესტო აქცია დაკავებებით დასრულდა. აქციის მონაწილეები თავშესაფრის მაძიებელთა დასახლებას ეწინააღმდეგებოდნენ.

საპროტესტო გამოსვლა საღამოს პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა.

სამართალდამცველებმა გამაფრთხილებელი გასროლებიც განახორციელეს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მიგრანტების საწინააღმდეგო აქციამ ნიდერლანდებში ძალადობრივი ფორმა მიიღო. ოქტომბერში სირიელი მიგრანტების ცენტრზე თავდასხმა მოხდა.

დღის ამბები