20 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
169-ე ბაგა–ბაღის თანამშრომლები დირექტორს სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებენ

თბილისის 169-ე ბაგა–ბაღის ორი თანამშრომელი დირექტორს სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებს. ბაღის სამეურნეო ნაწილისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორების თქმით ნინო ბუჩაშვილმა, რომელიც დირექტორად დაახლოებით 2 თვის წინ დაინიშნა, ისინი ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლა.

ბაღის ხელმძღვანელის თქმით, კი გადაწყვეტილება სკოლამდელი აღსაზრდელებისთვის კვების კუთხით არსებული დარღვევების გამო მიიღო. საქმეს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში სწავლობენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები