20 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
ე.წ. ვირტუალური ფული - საქართველოში ბიტკოინების მოპოვება ხდება

მსოფლიოში არსებული ვირტუალური ვალუტის სამი ცენტრიდან ორი საქართველოშია. გლდანისა და გორის ცენტრებში ელექტრონული ფულის - ბიტკოინების მოპოვება ხდება.

თანამდეროვე ტექნოლოგიების სისტემა კომპანია BitFury-მ დააფუძნა.

მთავრობის გადაწყვეტილებით გლდანის ცენტრი თბილისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაშია მოქცეული.

რამდენ ბიტკოინს მოიპოვებენ გორისა და გლდანის ცენტრებში, ინფორმაცია ამის შესახებ კონფიდენციალურია. საქართველოში ე.წ. ვირტუალური ფული აქტიურად არ გამოიყენება. ცნობილი ისიც არ არის რამდენი ადამიანია ბიტკოინის მფლობელი ქვეყანაში.

ექპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ სისტემის ანონიმურობიდან გამომდინარე, ბიტკოინები საქართველოში არ გაამართლებს და ის არალეგალური გარიგებებისა და ფულის გათეთრების საფუძველი გახდება.

თუმცა ექსპერტების მეორე ნაწილი ვირტუალური ვალუტის წარმოებასა და ქვეყანაში მის დანერგვას მხარს უჭერს.

ქვეყანაში ბიტკოინის გამოყენება არ იკრძალება, თუმცა ბევრ ქვეყანაში ვირტუალური ვალუტის სარგებლობა კანონითაა დასჯადი.

ავტორები: ნინო სამყურაშვილი, გიორგი კვიწინაძე. 

დღის ამბები